ამინდი უარესდება - ნახეთ, მომდევნო დღეების პროგნოზი
1728567840
23 წლის ბეთ მეთიუსი ერთ-ერთია დაუნის სინდრომის მქონე მოდელთაგან, რომლებიც მოდის საერთაშორისო ღონისძიებებზე ხშირად ჩნდებიან. ცოტა ხნის წინ ბეთი ლონდონის მოდის კვირეულის ერთ-ერთ ჩვენებაზე გამოვიდა, მანამდე კი არაერთი ცნობილი ჟურნალის ფოტოსესიაში იღებდა მონაწილეობას, რომელთა შორის ერთ-ერთი Cosmopolitan-ია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ბეთის დედის თქმით, ახალგაზრდა მოდელი ცხოვრებაში საკმაოდ მორცხვია, თუმცა ფოტოსესიების დროს გაცილებით თავდაჯერებული ხდება. ბეთის დედამ ასევე დასძინა, რომ მოდის ინდუსტრიაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების გამოჩენა საზოგადოების ცნობიერების შეცვლისთვის მნიშვნელოვანია და იმასაც უსვამს ხაზს, რომ ბეთის მსგავს ადამიანებს საოცარი ცხოვრება აქვთ.
„ფოტოსესიები ძალიან მიყვარს. ახალი ვარცხნილობითა და მაკიაჟით წითელ ხალიჩაზე გამოჩენა ამაღელვებელი იყო. თავს მართლაც განსაკუთრებულად ვგრძნობ, მიყვარს ტანსაცმლისთვის სტილის შერჩევა და ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ", - ამბობს ბეთი.
ბეთის თქმით, მისთვის შთაგონების წყარო ელი გოლდშტეინი იყო, რამაც მოდელობა გადააწყვეტინა. ელი გოლდშტეინი დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელია, რომელიც Gucci-ს სახე გახდა. ბეთის სამოდელო კარიერა კი თავიდან ევროპის ქვეყნებში დაიწყო. ცოტა ხნის წინ ის იტალიური Vouge-ის სახე გახდა, შემდეგ კი ამაზონის რეკლამაშიც მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მოდის სტერეოტიპული სტანდარტების დამსხვრევაში არაერთი მოდელი მონაწილეობს. მათ შორის არიან დაუნის სინდრომის მქონე მოდელები, რომლებიც საკუთარი ინდივიდუალიზმით მოდის ინდუსტრიას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიან. მაგალითად, 24 წლის სოფია ჟირაუ დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელია, რომელიც Victoria's Secret-ის კამპანიის სახე გახდა. ბოლო პერიოდში კი, ცნობილი ბრენდები სხვადასხვა კამპანიით ცდილობენ, ქალთა მრავალფეროვნებას ხაზი გაუსვან.
ასევე ნახეთ:
ქართველი მხატვრის მოხატული ნატყვიარი კედლები უკრაინის ქუჩებიდან - შთამბეჭდავი ფოტოები