LIVE: „ეს სამარცხვინო საქციელია“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“

„პრაიმ ჰაუსი“ ქეთი ჩერქეზიამ დატოვა. ხალხის რჩეული ავთო ჯაფარიძე გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებით კი, პროექტში სალომე კაპანაძე დარჩა.

მოგვიანებით სალომე კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: პროექტში კი დავრჩი ჟიურის გადაწყვეტილებით მაგრამ, ვის სჯერა რომ ხმების 15% მივიღე? როდის უნდა დასრულდეს ეს ბანძი შოუ/სპექტაკლი?“.

რის შესახებაც, გიორგი ნაზღაიძე ამბობს, რომ „ეს ყველაზე დიდი სამარცხვინო საქციელია“.

„გოგო ავთოსთან მეგობრობს. უეცრად, ავთო ხდება სმს ლიდერი და იმის მაგივრად, რომ მიულოცოს და გაუხარდეს იძახის, რომ თურმე ავთოს არ გაუმარჯვია. როდის დამთავრდება, ეს ბანძი შოუ და სპექტაკლებიო, ამბობს. ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი სამარცხვინო საქციელია. ამბობს, რომ ბანძი პროექტია, გულშემატკივარი... მატყუარაა არხი და პროექტი და მოდიხარ და ჯდები. მე არ მინდა, რომ ბანძ პროექტში ეს ადამიანი იყოს. უნდა დავეხმარო, რომ სახლში წავიდეს,“ - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.

ლაივის ნახვა შეგიძლიათ აქ.