გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ჰიგიენის წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ზოგიერთი ადამიანი, სამწუხაროდ, ამ საკითხს დიდად არ აქცევს ყურადღებას. გაგიკვირდებათ და მათ შორისაა ცნობილი ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც ჰიგიენის უჩვეულო წესებზე ღიად საუბრობს.
ლეონარდოს თქმით, კვირაში მხოლოდ 2-ჯერ ბანაობის მთავარი მიზეზი გარემოს დაცვაა. ამით იხარჯება ნაკლები წყალი, რაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა მისი მხრიდან. როგორც ცნობილია, არ იყენებს ჰიგიენურ საშუალება დეზოდორანტს, რადგან ალუმინის შემცველია. ირკვევა, რომ მისი საყვარლები სასტიკად არ არიან მისი ჰიგიენის თაყვანისმცემლები. ყოფილმა შეყვარებულმა, ერინ ჰეზერტონმა თქვა, რომ იგი იმედგაცრუებული იყო, როგორც შხაპის გამოტოვებისადმი მიდრეკილებით, ასევე სახლში, დღეების განმავლობაში სუნიანი ნაგვის დაგროვებით, რასაც თურმე გადასამუშავებლად აგროვებდა.
ლეონარდო ერთადერთი არაა, ვისაც აღნიშნული უცნაური ჩვევა ახასიათებს. მსგავსი მიდგომით გარემოს დამცველთა სიას სხვა ტოპ ვარსკვლავებიც "ამშვენებენ".
გამოცემა The Cut-ი იტყობინება, რომ ანჯელინა ჯოლის შვილები ბრეტ პიტს "სუნიან მამას" ეძახიან, ხოლო კოქსის ყოფილმა ქმარმა, დევიდ არკეტმა ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ მას სატვირთო მანქანის მძღოლის სუნი ასდის (მაგრამ მას ეს მოსწონდა).