ლედი გაგას ასისტენტის სკანდალური აღიარება - „შუაღამისას მაღვიძებდა, რომ ფილმი გადამერთო... თავის საწოლში ყოფნას მაიძულებდა...“

გაგა

ჰოლივუდის ვარსკვლავებთან შეხვედრაზე მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი ოცნებობს. ყველას აინტერესებს თუ როგორები არიან  რეალურად ის ეკრანული სახეები, რომელთა ცხოვრებასაც თვალს ყოველდღიურად მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.  

აღმოჩნდა, რომ წითელ ხალიჩაზე მუდამ მომღიმარი და თბილად განწყობილი ცნობილები კამერების მიღმა სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. 

ამაზე მათთან მომუშავე ადამიანების  სკანდალური აღიარებებიც ადასტურებს.  ლედი გაგასასა და მის პერსონალურ ასისტენტს შორის დავა 2011 წელს დაიწყო. ჯენიფერ ო’ნილმა მომღერალი არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. ჯენიფერის თქმით, გაგა აიძულებდა 24 საათის განმავლობაში მის გვერდით ყოფილიყო.  

„ჩემთვის დასვენების დღე არ არსებობდა. შუაღამისას მაღვიძებდა იმისათვის, რომ ფილმი გადამერთო, რადგან თავად ეზარებოდა. აბაზანიდან გამოსვლისას მისთვის ტანი უნდა შემემშრალებინა, ღამე მის საწოლში უნდა გამეტარებინა, რადგან გაგას მარტო დაძინება არ სურდა“,- განაცხადა ჯენიფერმა.

თანამშრომლის საჯარო აღიარებამ ცნობილი მომღერალი ძალიან გააღიზიანა. მან ბრალდებები უარყო: 

„ჯენიფერი ნამდვილი ვირთხაა. მას უმაღლესი ხარისხის თეთრეულზე ეძინა, საუკეთესო სასტუმროებში რჩებოდა და ძვირადღირებულ სუნამოებს ისხამდა. წარმოიდგინეთ, რა ბოროტი უნდა იყო ადამიანი მე რომ მიჩივლო. თუმცა, მოგვიანებით ლედი გაგას თანაშემწისთვის კომპენსაციის გადახდა მაინც მოუწია.