ლატარიაში $1,3 მილიარდი გათამაშდა! გამარჯვებულს ერთი თვეა ეძებენ - „ყველას მოვუწოდებთ, შეამოწმონ თავიანთი ბილეთები“

lataria

ივლისში ილინოისში მცხოვრებმა უცნობმა პირმა ლატარიაში $1,3 მილიარდი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ გათამაშებიდან 1 თვე გავიდა, უცნობს თანხა არ მოუკითხავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„ისიც არ ვიცით, იცის თუ არა მან, რომ პრიზი მოიგო. ყველას მოვუწოდებთ, შეამოწმონ თავიანთი ბილეთები", - განაცხადა უცნობი გამარჯვებულის მოლოდინში მყოფმა ლატარიის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული თანხას 1 წლის განმავლობაში არ მიაკითხავს, შტატებს, რომლებმაც საპრიზო თანხის შეგროვებაში წვლილი შეიტანეს, ფული უკან დაუბრუნდებათ.