კრის ჯენერს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

კრიე ჯენერი

ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა და სატელევიზიო ვარსკვლავმა კრის ჯენერმა განაცხადა, რომ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

კარდაშიანების ვარსკვლავურმა ოჯახმა რეალითი შოუს მეხუთე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა. როგორც ანონსიდან ჩანს, ერთ-ერთ ეპიზოდში კრის ჯენერი ოჯახის წევრებს ეუბნება, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ამერიკელმა ტელევარსკვლავმა თქვა, რომ მას საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის დროსაც ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. კრისი არ ასახელებს დაავადების დეტალებს და არც იმას, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად.

„მათ აღმოაჩინეს კისტა და პატარა სიმსივნე", - ამბობს კრისი ვიდეოში. 

სამწუხარო ამბის გაგონებაზე კაილი ჯენერმა ცრემლები ვერ შეიკავა.