„ამას მე მგონი, თავში აუვარდა, კარგი ხალხიც რომ ვუჭერთ მხარს" - ვის შესახებ წერს გურამ შეროზია?
1685798076
მომღერალი ნუცა ბუზალაძე American Idol-ში მონაწილეობს.ქართველი მომღერალი მომდევნო ტურში გადავიდა.
მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ „კიდევ ერთი კვირა და ჰოლივუდში ვიხილავთ“.
ნუცა ბუზალაძის წარმატება სამშობლოში განსაკუთრებით უხარიათ, თუმცა ნუცას გამოსვლით არამარტო საქართველოში, აშშ-იც აღფრთოვანდნენ.
American Idol-ის ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზე ნუცას გამოსვლას უკვე ათასობით მოწონება აქვს.
თავად გადაცემა კი ნუცას შესახებ წერს, რომ ის არის ჯენიფერ ლოპესი საქართველოდან.
ოფიციალურ გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ნუცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კონკურსზე American Idol-ზე 8 წლიდან ოცნებობდა.