ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1713345734

„შინ და გარეთ გთხოვთ ხმა მისცეთ...“ - ნუცა ბუზალაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება

ქართველებო!!!!!!შინ და გარეთ გთხოვთ ხმა მისცეთ ნუცა ბუზალაძეს ,ამით ევროვიზიაზე,მის მხარდაჭერას და სიყვარულს გამოვხატავთ,ვიაქტიუროთ რაც შეგვიძლია, ცნობისათვის მინდა გითხრათ რომ თავიდანვე პირველ პოზიციას იკავებს. ძალიან გთხოვთ გადადით ამ ლინკზე და მონახეთ Georgia. დააწკაპეთ, ჩამოყევით ქვევით და დააჭირეთhttps://wiwibloggs.com/.../poll-who-gave-the.../281016/...

ნუცა

ტაბლოიდი 1713270273

რომელი ქართველი დიზაინერის შექმნილი სამოსი აცვია „ევროვიზიის“ პრეფართიზე ნუცა ბუზალაძეს

ნუცა ბუზალაძე ამსტერდამში, „ევროვიზიის“ პრეფართიზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს, სადაც მუსიკალური კონკურსის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მედიასაშუალებასთან, „ვივიბლოგსთან“ მისი ინტერვიუა ასახული.ნუცა ბუზალაძემ ამჯერად ქართველი დიზაინერის, ალექსანდრე ახალკაციშვილის მიერ შექმნილი სამოსი მოირგო.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1712568773

აპრილის თვის ჰოროსკოპი - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2024 წლის აპრილი ბევრი ასტროლოგიური მოვლენითაა დატვირთული და როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული მათგანი ადამიანებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს ვერძის ნიშანში ახალი მთვარეა. ახალი მთვარე რეტროგრადული მერკურის პერიოდს ემთხვევა. პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა 1-ელი აპრილიდან დაიწყო და 25 აპრილამდე გაგრძელდება.ასევე, 25 მარტიდან დაბნელების დერეფანს გავდივართ, რომელიც სწორედ 8 აპრილს, მზის სრული დაბნელებით სრულდება. ამრიგად, აპრილის პირველი კვირა ემოციურად განსაკუთრებით დატვირთულია და შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა უკვე არაერთი ცვლილება დაგეგმა.სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, ითვლება, რომ 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთვარე განსაკუთრებულია და აღნიშნული დღე ძლიერ ენერგიას ატარებს. ახალი მთვარე ვერძის ნიშანში იქნება და შესაძლოა, მრავალი პროექტისა და სასარგებლო იდეის საწყის წერტილად გადაიქცეს. ძლიერი ენერგია წარმატებას ხელს უწყობს, გაძლევთ მოტივაციასა და შთაგონებას, თუმცა მენტალურ ჯანმრთელობაზე შესაძლოა, უარყოფითად აისახოს. კერძოდ, შეგაწუხოთ მომატებულმა შფოთვამ და ემოციურმა არასტაბილურობამ.რატომ არის 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთვარე განსაკუთრებული?პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთვარე დაბნელების დერეფნის რთულ ეტაპს დაასრულებს. შესაძლოა, ტრანსფორმაცია მრავალი მიმართულებით იგრძნოთ. განსაკუთრებით კი საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ის თვისებები, რომლებიც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ახალი მთვარე ვერძის ნიშანშია. ვერძს კი ლიდერისა და გამარჯვების ენერგია აქვს. ამიტომაც, ეს პერიოდი თქვენი გამარჯვებების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. წარმატებას მიაღწიოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გინდოდათ, მოიპოვოთ აღიარება, ბევრად უფრო მეტი შემოსავალი, ფინანსური კეთილდღეობა და რაც მთავარია, გაიმარჯვოთ საკუთარ თავზე, ნეგატიურ აზრებზე, მავნე ჩვევებზე - ყველაფერზე, რაც ბედნიერებაში ხელს გიშლით და გაბრკოლებთ.. ვრცლად...ასევე ნახეთ:VIDEO: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ლონდონის ევროვიზიის პრეფართიზე და მასთან ერთად ამღერებული ბრიტანელი მაყურებელი„სანთლის ალზე გაახურეთ ქინძისთავის წვერი და...“ - ნახეთ რა ძალა აქვს ამ ნივთს და როგორ უნდა ატაროთ ის

ნუცა

ტაბლოიდი 1712557042

VIDEO: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ლონდონის ევროვიზიის პრეფართიზე და მასთან ერთად ამღერებული ბრიტანელი მაყურებელი

ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის პრეფართიზე ამჯერად, ბრიტანელი მაყურებლის წინაშე შეასრულა საკონკურსო სიმღერა Firefighter, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.ვიდეოს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.„შენ იმსახურებ გამარჯვებას“; „წინ გამარჯვებისკენ“; „მართლა ცეცხლოვანი ნუცა“; „აქაც უნდა გავიმარჯვოთ“, – წერენ სოცქსელში.  @escgeo2 Ate🚨🔥🇬🇪 | #eurovision #esc2024 #nutsa #Georgia ♬ original sound - EscGeo

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1712427443

„ჩემი ბავშვობის ფოტო, რომელიც ჩემს ძმას ჩემოდანში ედო“ – რა ფოტოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.ნუცა აქვეყნებს თავისი ბავშვობის ფოტოს, რომელიც მის ძმას თურმე ჩემოდანში ედო.„ჩემი ბავშვობის ფოტო, რომელიც ჩემს ძმას ჩემოდანში ედო,“ – წერს ნუცა.ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძის ძმა ახლახან გარდაიცვალა.

ნუცა

ტაბლოიდი 1712301409

VIDEO: „ყოჩაღ საქართველო, წარმატებები” – „ევროვიზიაზე” ლატვიის წარმომადგენლის რეაქცია ნუცას სიმღერაზე

,პირველი არხის” გუნდის წევრი, რეზო მამსიკაშვილი ,,ევროვიზიაზე” ლატვიის წარმომადგენლთან Dons-თან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს, სადაც ის მას ქართულ სიტყვებს ასწავლის.ამასთან რეზომ გაგვიზიარა ვიდეო, სადაც ჩანს როგორი რეაქცია ჰქონდა Dons-ს ნუცა ბუზალაძის ,,ევროვიზიაზე” წარსადგენი სიმღერის მოსმენისას.,,ძალიან მაღალი ნოტებია, მაგარია. ყოჩაღ საქართველო, წარმატებები”, – ამბობს Dons-ი ვიდეოში. 

თამთა ნუცა

საზოგადოება 1712005267

VIDEO: „მძიმე პერიოდი მქონდა, ძმა დავკარგე...“ - ნუცა ბუზალაძის და თამთა გოდუაძის ემოციური შეხვედრა

„ევროვიზამდე“ ნუცა ბუზალაძეს გულშემატკივრები ხვდებიან და ამხნევებენ. ერთ-ერთი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, თამთა გოდუაძეა. თანამემამულეების შეხვედრა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.ნახეთ კადრები ↓

ნუცა

ტაბლოიდი 1711873365

VIDEO: ნუცა ბუზალაძის ემოციური გამოსვლა მადრიდში - მომღერალმა კრისტინა აგილერას „Hurt” ძმას მიუძღვნა

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მადრიდში ევროვიზიის პრეფართიზე მიიღო მონაწილეობა.ინფორმაცია Eurovision Georgia-მ გაავრცელა და დაწერა, რომ ნუცა ბუზალაძე პრეფართიზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.„ნუცას ემოციური გამოსვლა მადრიდის ევროვიზიის პრეფართიზე. მომღერალმა კრისტინა აგილერას “Hurt” ძმას მიუძღვნა“. – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ნუცა ბუზალაძის ძმა გარდაცვლილი იპოვეს.           View this post on Instagram                       A post shared by პირველი არხი (@1tv.ge)

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1711643892

„ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი დასკვნით ღონისძიებაზე“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე

რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ. მისი ძმა დათო აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს…ნუცამ ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ოჯახის მწუხარება გაიზიარა:„მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის მწუხარების გაზიარებისთვის. ძალიან რთული დღეები გავიარე და ალბათ, წინ კიდევ ბევრი ასეთი დღეა, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად მოვიკრებ ძალას და გავაგრძელებ შრომას იმ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, რაც „ევროვიზიაა“.ჩვენი ბიჭების გამარჯვებამ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ ჩვენი ქვეყანა მაისში კიდევ უფრო ღირსეულად წარვადგინო და მერწმუნეთ, ამისთვის მთელი ჩემი არსებით დავიხარჯები.ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი.შემდეგი კვირიდან კი სრული ძალებით მოვემზადები უკვე დაგეგმილი პრომო ტურებისთვის. ამ საკმაოდ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი, ჩემი გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც არასოდეს, არც ერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება ახლაც. მიყვარხართ!..“

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1711621612

„მადრიდში დაგეგმილი ყველა აქტივობა გავაუქმე“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ. მისი ძმა დათო აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს…ნუცამ ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ოჯახის მწუხარება გაიზიარა:„მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის მწუხარების გაზიარებისთვის. ძალიან რთული დღეები გავიარე და ალბათ, წინ კიდევ ბევრი ასეთი დღეა, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად მოვიკრებ ძალას და გავაგრძელებ შრომას იმ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, რაც „ევროვიზიაა“. ჩვენი ბიჭების გამარჯვებამ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ ჩვენი ქვეყანა მაისში კიდევ უფრო ღირსეულად წარვადგინო და მერწმუნეთ, ამისთვის მთელი ჩემი არსებით დავიხარჯები.ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი.შემდეგი კვირიდან კი სრული ძალებით მოვემზადები უკვე დაგეგმილი პრომო ტურებისთვის. ამ საკმაოდ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი, ჩემი გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც არასოდეს, არც ერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება ახლაც. მიყვარხართ!..“

ბუზალაძე

საზოგადოება 1711347368

რას წერს ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილ ძმაზე და რა ფოტოს აქვეყნებს

მომღერალ, ნუცა ბუზალაძის ძმა, დათო ბუზალაძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.ნუცამ ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა. "ყველაზე სიმპატიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს არ ვიცი თითქოს ჩემი გულის ნაწილიც გაყვა მას ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ ფაქტს რომ ახლო ურთიერთობა არ მქონდა მასთან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაგრამ ისე მიყვარდა ყოველთვის ბავშვობიდან როგორც გულის ნაწილი, ძალიან მწყდება გული და ძალიან განვიცდი იმას რომ ფაქტიურად დაკარგული მქონდა მასთან ურთიერთობა რატომ მე თვითონაც ვერ ვხვდები..ეს ტანჯვა გამყვება ცხოვრების ბოლომდე და ეს გულის ტკივილი რასაც დღეს ვგრძნობ არ გამინელდება არასდროს! დათო შენ ძალიან კარგი ძმა იყავი, კარგი მეგობარი , კარგი შვილი, კარგი მეუღლე კარგი მამა და შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი! მადლობა ამისთვის, მოგვენატრები ყველას და მაპატიე გთხოვ მაპატიე რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე. მიყვარხარ და მეყვარები მუდამ",-დაწერა ნუცამ. 

ბუზალაძე

საზოგადოება 1711222906

„11 მარტის შემდეგ არავისთან უკონტაქტია...“ - რას წერდნენ დათო ბუზალაძეზე, რომელიც ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა ქართველ ემიგრანტი, რომელსაც აშშ-ში ეძებდნენ, ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. 40 წლის დათო ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა.„40 წლის დათო ბუზალაძე ფილადელფიაში ცხოვრობს, დაკარგულია ასევე მისი მანქანა, შავი „ტოიოტა“. 11 მარტის შემდეგ არავისთან უკონტაქტია,“ - წერდნენ ამერიკაში მყოფი ემიგრანტები რამდენიმე საათის წინ.ასევე ნახეთ:„მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე...“ - ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილი ძმის ფოტოს აქვეყნებს„ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა, დათო გარდაცვლილი იპოვეს, მანქანაში...“ - ნუცა ბუზალაძის ემოციური პოსტი