1755268963
კაცმა Apple Vision Pro-ს დახმარებით იქორწინა

კაცმა Apple Vision Pro-ს დახმარებით იქორწინა. სურათმა, რომელიც საქორწილო ფოტოსესიიდან გავრცელდა, ინტერნეტ მომხმარებლების ყურადღება მიიქცია. მასზე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ჯეიკობ რაიტი საცოლესთან ერთადაა აღბეჭდილი.
ქორწილის შემდეგ, Futurism-თან ინტერვიუში რაიტმა თქვა, რომ მოწყობილობის შეძენის შემდეგ მას ჩვევა აქვს, იგი ყველგან თან ატაროს და უარი ვერც ამ შემთხვევაში თქვა.
Apple Vision Pro სულ რაღაც 1 თვეზე მეტია, რაც გამოვიდა, მაგრამ უკვე არაერთხელ დააფიქსირეს, რომ მომხმარებლები მას, ერთი შეხედვით, უჩვეულო ადგილებში იყენებენ - მანქანის მართვისას, ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.
ცნობისთვის, Apple-მა შერეული რეალობის ახალი სათვალე 2023 წლის 5 ივნისს წარადგინა. ბრენდი AR და VR ჩაფხუტების კონცეფციას წლები აქტიურად ამუშავებდა, მათი გამოშვება რამდენჯერმე გადაიდო კიდეც, მაგრამ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი საბოლოოდ იგი სწორედ მიმდინარე წელს გახდა.
ასევე ნახეთ:
„როგორც შეხვდებით ამ რიცხვს, მთელი წელი ისე წავა“ - ასტროლოგის გაფრთხილება