„კარმულად დამსახურებული სურვილები ასრულდება“ - ალექსანდრა პაიჭაძის რჩევა ასტროლოგიით დაინტერესებულებს

მოდელი

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ასტროლოგიურ ჭრილში დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს და გამომწერებს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს.

„დღეს წლის ყველაზე დიდი და ნათელი დღეა, 21 ივნისი (summer solstice) ხვალიდან დღე ისევ დაიწყებს დაპატარავებას, 21 დეკემბრამდე მინიმუმს მიაღწევს და ასე, ყოველ წელს.. თუმცა, 17-25-მდე (მზის ამ პორტალის პიკში), წელს სხვადასხვა განზომილებებს შორის მაძნილი შეთხელებულია და სხვა პერიოდთან შედარებით, უფრო ინტენსიურად და მსუყედ შემოგვდის კოსმოსური ენერგიები, მანიფესტაციები უფრო მალევე ხორციელდება და კარმულად დამსახურებული სურვილები ასრულდება… მოკლედ, ბევრი კარგი და დადებითი ენერგიით დაიტუმბეთ!

იყავით გონებით ფხიზელი და ყველა წვრილმანით გახარებული. დილიდან ამაღლებულ განწყობაზე ვარ და მინდა თქვენც დიდი დოზით განიცადოთ იგივე და უფრო მეტიც..

მედიტაცია, დღის ძილი, წყალში ჭყუმპალაობა, მზეზე მიფიცხება, სიყვარულის ახსნები, მადლიერების ფრაზები დღეს ცნობიერების განვითარების ახალ ეტაპზე აგვიყვანს..“ - წერს პაიჭაძე.