„კარგი იქნებოდა, მიშო მერიემთან ოთახში დაწოლილიყო… მანდ სუსტი თამაში აჩვენა“ - როგორ აფასებს ანა ქურდაძე „პრაიმ ჰაუსის“ პირველ გადაცემას

მიშო მერიემი ანა

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე გამარჯვებული, ანა ქურდაძე რეალითი შოუს პირველ გადაცემას გამოეხმაურა, რომელიც ეთერში წუხელ გავიდა.

მან თითოეული მონაწილის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა:

„როგორც lV სეზონის გამარჯვებულისთვის, ჩემთვის საინტერესოა ეს სეზონიც... მაინტერესებს, რას, როგორ გააკეთებენ და გაითვალისწინებენ თუ არა გამოცდილებას…

მე-3 სეზონს რომ ვუყურებდი, ძალიან მინდოდა იქ ყოფნა და პასუხების გაცემა და ზუსტად ამან გამოიწვია პირველი სურვილი პროექტში შესვლის...

ახლაც ვუყურებდი და მინდოდა, პასუხები გამეცა მონაწილეებისთვის... ამიტომ აქ დაგიწერთ, რას ვფიქრობ მონაწილეებზე, სერიიდან გამომდინარე...

დავიწყოთ...

პირველ სერიაში პაატა საუკეთესო იყო... რაც თქვა და რაც ისაუბრა, იდეალური იყო მისი მიზნისთვის და ზოგადად თამაშისთვის...

ერთადერთი, არ მომეწონა დიასასთან ვის დააჯენდა რომ იყოყმანა. სავარაუდოდ, სხვა მონაწილეები დაასახელა და სხვას ფიქრობდა რეალურად...

დიასა პაატასთან დიალოგში 10:0 პაატას სასარგებლოდ...

ალოგიკურად გაუშალა თემა ეგ ჩაწვეთებააო... დიახ! მეც ეგრე ვშლიდი თემებს და ღიად ვამბობდი, ვინ უნდა დამჯდარიყო... უნდა ჩააწვეთო, აბა რა უნდა ქნა… უბრალოდ, დიასას მართლა ჰგონია თავი ძლიერი და ძალიან დიდი შიში იგრძნობოდა, როგორც ჩანს, არ უნდა პირველივეზე სკამზე მოხვედრა...

მაზანამ სულ ორი წინადადება თქვა და სჯობდა, არ ეთქვა... კოალიციას ნიშნავს პაატას ეგ საქციელი ძლიერების დასმაზე მითეთებას რომ აკეთებსო… გამეცინა.

მერიემი თამაშობს, მისი საქციელი გაწერილია და არც უნდა აღიქვათ სერიოზულად... ყველა თემა, რაშიც მერიემი გამოჩნდა, წინასწარ მოფიქრებულია... ოთახიც, სალომეს რომ მიყვება და უკან კამერა მიყვება და რომ იცის, მიღებენო, უმატებს და უმატებს... მოკლედ, სპექტაკლია და არ იყო საინტეროსო...

კარგი იქნებოდა ამ სპექტაკლში მიშოს მიეღო მონაწილეობა და დაწოლილიყო მერიემთან ოთახში... ნახავდით მერე, როგორ გამოვიდოდა მერიემი როლიდან... თუმცა, მიშომ მანდ სუსტი თამაში აჩვენა... უნდა ეთამაშა აუცილებლად...

სალომეს ქცევა მომეწონა, რომ არ შეჰყვა კამათში, მაგრამ რაშიც აჰყვა, ისიც ზედმეტი იყო… სრულად უნდა დაეიგნორებინა...

სალომე მომეწონა პაატასთან რომ შეუბრუნა, მაშინ ჭკვიანები დავსვათო და კითხვებიც კარგად დაუსვა…
დანარჩენები ცოტა ხნით გამოჩნდნენ და რაიმე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ…
დაძაბულები არიან და ღია თამაში არ აქვთ, სალსი ჩემს თვალში ცდილობდა ვითომ თავისუფლად ყოფნას, მაგრამ პირიქით მგონია...

წესით, მართლა ძლიერები უნდა დასვამ და გახსნან თამაში, ისაუბრონ ის, რასაც ფიქრობენ და არ შეეშინდეთ…
დღეს პაატას დღე იყო მოკლედ…“ - დაწერა ანა ქურდაძემ პირველი გადაცემის დასრულების შემდეგ.