ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - რას ამბობს მოძღვარი
1757275287
ამერიკელი მსახიობი ჯერემი რენერი, რომელიც თოვლის წმენდისას უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მსახიობი კლინიკაში ახალი წლიდან იმყოფებოდა. მას 2 ოპერაცია გაუკეთეს. ის მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.
რენერმა ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც ნევადას შტატში, საკუთარ რანჩოზე გზას თოვლისგან ასუფთავებდა. სამართალდამცველების ცნობით, მსახიობს მისივე თოვლის საწმენდი მანქანა დაეჯახა, რომლის წონაც 6,5 ტონაა. მსახიობმა მკერდის ბლაგვი ტრავმა და ორთოპედული დაზიანებები მიიღო.