პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობი ნიკა ქავთარაძე ქორწინების 7 წელს აჯამებს და იხსენებს დღეს, როდესაც მას და მის მეუღლეს ურთიერთობა უნდა გაეოფიციალურებინათ.
„2016 წლის დადგომისას, მე და ქეთიმ გადავწყვიტეთ, ურთიერთობის სამი წლის თავზე ოფიციალური ცოლ-ქმრი გავმხდარიყავით. 1,2 და 3 იანვარი დასვენება იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, 4 იანვარს მოგვეწერა ხელი.
შევიკრიბეთ ოთხნი - ქეთი, მე, რეზო და შორენა და წავედით იუსტიციაში. მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ დაგვაგვიანდა და იუსტიციის სახლი დაკეტილი დაგვხვდა.
დაძაბულობას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ბევრი ვიცინეთ და წავედით რესტორანში, სადაც უბრალოდ ვივახშმეთ.
რეზი ქუთაისიდან იყო ჩამოსული, ვთხოვე, ერთი დღეც დარჩენილიყო და მეორე დილით, 5 იანვარს მივედით ისევ, ამჯერად, ღია იუსტიციის სახლში და ორ საყვარელ „მოწმესთან“ ერთად დავიწყეთ ახალი, ოფიციალური ცოლქმრული ეტაპი.
რეზი, შორე, მადლობა, რომ ჩვენი სიხარულის და სიყვარულის მოწმეები და მოზიარეები გახდით. მადლობა, ყველა ადამიანს, ვინც მანამდეც და იმ დღის მერეც ჩვენს სიყვარულს გულშემატკივრობდა.
ბევრი ამბავი მოხდა ამ 7 წლის განმავლობაში, ბევრი სიხარული, ბევრი აღმასვლა და ბევრი მარცხი. მხოლოდ ერთი რამეა უცვლელი - თავდაჯერება, რომ საუკეთესო ადამიანი ვიპოვე, საუკეთესო მეგობარი, ყველაზე ახლობელი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი. აქ უნდა იყოს ჩვენი ფოტო, მაგრამ არ გვაქვს“ - წერს ნიკა ქავთარაძე.