დედოფლის გარდაცვალება, პრინცი ჰარისა და მეგანის დოკუმენტური სერიალი, ბენიფერის ქორწილი... - ნახეთ, 2022 წლის მთავარი მოვლენები მსოფლიოში

2022

2022 წელი მსოფლიოსთვის საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი მოვლენით იყო სავსე.

ელისაბედ მეორის პლატინის იუბილე 

დედოფალმა ელისაბედმა წელს ე.წ. პლატინის (ოქროს) იუბილე აღნიშნა, რითაც ის დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთადერთი მონარქი გახდა, რომელსაც სამეფო ტახტი 70 წელი ეკავა. გაერთიანებული სამეფო ამ განსაკუთრებულ მოვლენას ს 4 დღის მანძილზე ზეიმობდა.  საზეიმო ღონისძიება დიდი სამხედრო აღლუმით დაიწყო, მასში 1200 ჯარისკაცი, 400 მუსიკოსი და 240 ცხენი იღებდა მონაწილეობას. 


 
დედოფლის გარდაცვალება
 
ოქროს იუბილიდან რამდენიმე თვეში კი ბუკინგემის სასახლემ მსოფლიოს ტრაგიკული ამბავი ამცნო - დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. „მომენტი როდესაც ისტორია გაჩერდა" - სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა BBC-მ მონარქის სიკვდილი. დედოფალს ხალხი 10 დღის განმავლობაში გლოვობდა. 


 
ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზს გადაეცა, რომლის კორონაციის პროცესსაც საზოგადოება 2023 წლის მაისში იხილავს.

ბენიფერის ქორწილი

18 წლიანი ლოდინის შემდეგ, მსოფლიო ლეგენდარული ბენ აფლეკისა და ჯეილოს ქორწილის მომსწრე გახდა. საუკუნის ქორწილი ლას-ვეგასში შედგა. ცერემონიაზე ჯელომ საქორწილო კაბა სამჯერ გამოიცვალა. ლოპესის ჩაცმულობაზე რალფ რაულენმა იზრუნა. 

 

რიანას Savage X Fenty-ის შოუ

რიანა გახდა დედა. ბარბადოსელ მომღერალსა და ასაპ როპს ვაჟიშვილი შეეძინათ. როგორც ლამაზმანი ამბობს, დედობამ ის ძალიან შეცვალა. 


 
აღსანიშნავია ისიც, რომ რიანამ წელს ახალი სინგლი  სახელწოდებით Lift me Up-ი გამოუშვა და გულშემატკივრები საკუთარი ბრენდის Savage X Fenty-ის ახალი კოლექციითაც გაანებივრა. 
 
ჩვენება თავად რიანამ გახსნა. მომღერალს ლურჯი კორსეტი და შავი ფერის მოსაცმელიეცვა. ყველაზე დიდი გამოხმაურება შოუზე ჯონი დეპის გამოჩენამ გამოიწვია. Savage X Fenty-ისრიგით მეოთხე შოუზე ჯონი დეპმა რიანას უნისექს კოლექციიდან ხაკისფერი სამოსი მოირგო, რომელსაც ვერცხლისფერი სამკაულები შეუხამა.

 

„ჰარი და მეგანი"

ნეტფლიქსის ახალ დოკუმენტურ სერიალში „ჰარი და მეგანი“ - სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია თავიანთი ცხოვრების შესახებ აქამდე უცნობი დეტალების შესახებ ალაპარაკდნენ. რატომ წამოვიდნენ სამეფო ოჯახიდან, რის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პრინცი ჰარი და უილიამი, მეგან მარკლის რომელმა ფოტომ მოხიბლა სასექსის ჰერცოგი,- ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელზე პასუხებიც მაყურებელმა ჰარისა და მეგანისგან  წელს პირველად მოისმინა.