ისევ ცალ-ცალკე - რატომ გადაწყვიტეს ლოპესმა და აფლეკმა ერთად ნაკლები დრო გაატარონ

ბენიფერი

ქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ, ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა გადაწყვიტეს ერთად ნაკლები დრო გაატარონ.  ინფორმაციას HollywoodLife წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარიზში გატარებული თაფლობის თვის მერე წყვილმა გადაწყვიტა ერთად რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს.  ჯეილოსა და ბენს  სჯერათ, რომ ეს მონატრება მათ კავშირს უფრო მეტად გააძლიერებს. 

„ჯენი და ბენი ერთმანეთს ყოველდღე ესაუბრებიან, შეტყობინებებს უგზავნიან. ჯეილოს მოსწონს იმის ცოდნა, რომ მისი ქმარი მის გვერდით გაჩნდება, როცა კი დასჭირდება",- ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო.