ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე შეყვარებულები არიან - ნახეთ წყვილის კადრები

ირინკა კავსაძე

კახი კავსაძის შვილიშვილი, ირინკა ჩცდ-ს მსახიობ, გიორგი ტაბიძეზეა შეყვარებული. ამის ამსახველი კადრები ირინკამ Instagram-ზე გამოაქვეყნა, სადაც წყვილმა ბევრი კომპლიმენტი მიიღო.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Irinka Kavsadze ✨💛 (@irinkakavsadze)

 

ცნობისთვის, გიორგი ტაბიძე  ცოტა ხნის წინ  ნინა ლორთქიფანიძეს დაშორდა. „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი, სანი და ელენე რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები იყვნენ.

წყვილს ნიშნობაც ჰქონდა, თუმცა მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ სამწუხაროდ, მათი რომანი დასრულდა:

„სამწუხაროდ, ერთად აღარ ვართ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს. თუმცა ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი დაშორება ცალმხრივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ასე მივიჩნიეთ საჭიროდ. ახლა ორივე ბედნიერად ვგრძნობთ თავს…“ - თქვა ელენემ.