iPhone-ის პირველი მოდელი აუქციონზე $63 000-ად გაიყიდა

აიფონი

iPhone-ის პირველი მოდელი აუქციონზე $63 000-ად გაიყიდა. გაუხსნელი, 8GB მეხსიერების მქონე iPhone-ის საწყისი სააუქციონო ღირებულება $2 500-დან იწყებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გაჯეტი 2007 წელს გამოუშვეს. აუქციონზე ის 100-ჯერ ძვირად გაიყიდა, რადგან მისი რეალური ღირებულება, 2007 წელს, $600 იყო. მოწყობილობა აღჭურვილია 2-მეგაპიქსელიანი კამერითა და 3.5-ინჩიანი ეკრანით. მისი შეძენით 27 ადამიანი დაინტერესდა.

iPhone-ის პირველი მოდელი 2007 წლის იანვარში სტივ ჯობსმა წარადგინა. Apple-ის დამფუძნებელმა პირველ iPhone-ს "რევოლუციური" უწოდა.