„იმედია, იქ, სადაც გაფრინდი, უფრო თავისუფალი და ბედნიერი იქნები...“ - რას წერს ლიზა ქისტაურის მეგობარი

ლიზა

ბელგიაში მოკლული ქართველი ლიზა ქისტაურის მეგობარი, ლიკა აფციაური ლიზასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ახალგაზრდების სიკვდილი იგივეა, წელიწადის დროებიდან გაზაფხული ამოიღო...რა ვთქვა, არ ვიცი. ძალიან კარგი ადამიანი იყო...

იმედია, იქ, სადაც გაფრინდი, უფრო თავისუფალი და ბედნიერი იქნები“, - წერს ლიკა აფციაური.

ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური შეტყობინება შევიდა, ბელგიაში, საქართველოს საელჩოშიც.

ჯერჯერობით გარდაცვალების დეტალები უცნობია.