„იმედია, არ ეწყინებათ...“ - რატომ არ გეგმავს თათა გიორგობიანი დიდი ქორწილის გადახდას

თათა გიორგობიანი

ახლახან ტელესახეს და მომღერალს თათა გიორგობიანს ხელი მისმა რჩეულმა, კონსტანტინე მოსიძემ სთხოვა.

როგორც თათა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, წყვილი დიდი ქორწილის გადახდას არ გეგმავს:

 

„კონკრეტული არაფერი გადაგვიწყვეტია, ახლა ვგეგმავთ. ბუნებრივია, ვაპირებთ ჩვენი ქორწინების ოფიციალურად გაფორმებასაც. რაც შეეხება ქორწილს, სასწაული რამე უნდა ვთქვა და იმედია, არ ეწყინებათ იმ ადამიანებს, ვის ქორწილშიც მიმღერია, მაგრამ ქორწილები ძალიან არ მიყვარს. არ ვიცი, ფორმატი არ მომწონს თუ იმის გამო, რომ ბევრი ქორწილი შემდეგ ჩხუბით სრულდება. მირჩევნია, ვიწრო წრეში, შინაურულად აღვნიშნოთ ეს დღე“.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „ძალიან ცუდად ვარ... შეიძლებოდა, ბევრად უარესი რაღაც მომხდარიყო... “ - ნუცა სურგულაძე

24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია

მერაია ქერის, საშობაო ჰიტის გამო, შესაძლოა, 20 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიოს