პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საშობაო ჰიტის - All I want for Christmas is you-ს გამო, მომღერალ მერაია ქერის ორი მამაკაცი უჩივის.
ენდი სტოუნი და ტროი ფაუერსი ამტკიცებენ, რომ მათ ამავე სახელწოდების სიმღერა უფრო ადრე დაწერეს.
მომჩივნები მომღერალს 20 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ, ვინაიდან, მათ All I Want For Christmas Is You 1989 წელს დაწერეს, ხოლო მერაია ქერის სიმღერა 1993 წელს გამოვიდა.
სასამართლოს დოკუმენტების შესაბამისად, სტოუნი და ფაუერსი აცხადებენ, რომ გარდა სათაურისა, სიმღერებს შორის არსებობს ლირიული და მელოდიური მსგავსება. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ქალმა სიმღერა მიითვისა და თავისად გაასაღა.
სტოუნი და ფაუერსი მერაიასგან ანაზღაურებას ითხოვენ. რაც შეეხება მომღერალს, ის მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
ასევე ნახეთ:
კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია
ბრიტნი სპირსის მემუარების გამოსვლის შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა Instagram-ზე კომენტარები გათიშა