პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კულინარი ნუცა სურგულაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს რომ მის მეუღლეს საშხაპის ნამსხვრევები დაეცა, რის შედეგადაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
„ძალიან ცუდად ვარ, გუშინდლიდან მარტო იმაზე მეფიქრება, რომ შეიძლებოდა ბევრად უარესი რაღაც მომხდარიყო და ადამიანი ასე მომკვდარიყო...
ძალიან შეშინებული და ძალიან ანერვიულებული ვარ. მაგრამ თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ გაგიზიაროთ იმ კოშმარის შესახებ რომელიც გამოვიარეთ გუშინ. მოხდა ისეთი ინციდენტი, რომლის შედეგადაც შეგვეძლო დაგვეკარგა გაბრიელის სიცოცხლე...
გაბერიელმა გააღო საშხაპე და დახურვის დროს მთლიანად გათეთრდა შუშა, ნამსხვრევებად და ჩამოემსხვრა უზარმაზარი ნაჭრები მთელ სხეულზე. ხმა იყო არარეალურად საშინელი“, - ამბობს ნუცა სურგულაძე ვიდეოში.
ნუცა სურგულაძის მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, კომპანიამ რომელმაც საშხაპის შუშა დაამზადა განცხადებაა გაავრცელა.
„შეთავაზებული იყო ასევე ჩვენი მხრიდან ექსპერტიზის ჩატარება ჩვენს პროდუქციაზე, ხაზგასმით აღვნიშნავთ რომ შეთავაზებული იქნა დამოუკიდებელი ექსპერტიზა მისივე სურვილით და არჩევანით, რომ ჩვენ ჩვენი პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობა დაგვედასტურებინა, რაზეც მისი მხრიდან მივიღეთ არაერთი უარი.
თუმცა სამწუხაროდ, აღნიშნული პიროვნება რეალურად არ არის დაინტერესებული გაერკვეს სიმართლეში და მიმართავს მხოლოდ მიზანმიმართულ ცილისწამებას, რისთვისაც ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ყველა კანონიერ გზას და ცილისწამებისთვის შევიტანთ შესაბამის სარჩელს აღნიშნული პიროვნების მიმართ კომპანია მრავალი წელია აწარმოებს ყველა დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროდუქციას, რომელიც დასტურდება შესაბამისი სერთიფიკატებით
და არასდროს ჩვენი არსებობის მრავალწლიანი პერიოდის განმავლობაში არცერთი მომხმარებელი არ დაგვიტოვებია უპასუხოდ, უყურადღებოდ მით უმეტეს კი მოტყუებული! ამას კი ადასტურებს ჩვენი მრავალი კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებლის შეფასებები.
კანონის სრული უზენაესობით მოვთხოვთ პასუხს ყველა იმ პირს რომელიც დაუმსახურებლად, დაუსაბუთებლად ეწევა ცილისწამებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მეზობელმა დაინახა, ჩანთით მოჰყვებოდა გვერდში...“ - 12 წლის გოგოს საქმის დეტალები