გვინეტ პელტროუს სასამართლო საგა დასრულდა - ნაფიცმა მსაჯულებმა მსახიობი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს

გვინეტ პეტროლიუ

გვინეტ პელტროუს სასამართლო საგა დასრულდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს. გამოიკითხა ათობით მოწმე, რომლებსაც სასამართლო სხდომაზე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები თქვეს. გადაწვეტილების მისაღებად მსაჯულებს სამ საათზე მეტი დასჭირდათ. მსახიობი სიმბოლურად 1 დოლარს მიიღებს

76 წლის ტერი სანდერსი 300 000 დოლარს ითხოვდა, რომელსაც მისი მტკიცებით, გვინეტ პელტროუ თხილამურების სრიალისას დაეჯახა. 

სანდერსი ამტკიცებდა, რომ 2016 წელს მას იუტაში მდებარე სათხილამურო ტრასაზე პელტროუ უყურადღებობის გამო დაეჯახა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი უბრალოდ დატოვა.

შედეგად მამაკაცმა მოიტეხა 4 ნეკნი, მიიღო თავის ტვინის ტრავმა და სხვა სერიოზული დაზიანებები.