1728312638
მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა
გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე. სამწუხარო ინფორმაციას თუმანიშვილის თეატრი ავრცელებს.
„ზაზა მიქაშავიძე იყო თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი“,- წერია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, ზაზა მიქაშავიძე დაიბადა 1954 წლის 8 სექტემბერს.
გადაღებულია ფილმებში: „კარიერი“, „სახლი ლესნაიაზე“, „მარადისობის კანონი“, „ტერანგი“, „ახალი არკადია“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“, „ქველი (კეთილისმყოფელი)“, „ტურანდოტი“, „მარტოხელა მონადირე“, დათა თუთაშხია“, „ვალსი პეჩორაზე“, „ვირთხა“, „დათქმულ დღეს“, „ანას დაბადების დღე“.
დაარსების დღიდან მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში. აღადგინა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი „ჩვენი პატარა ქალაქი“ და თამაშობდა მთავარ როლს.