გვანცა დარასელია მეუღლესთან ერთად პრაღაშია და გამომწერებს რომანტიკულ კადრებს უზიარებს

გვანცა დარასელია

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე. 

ტელეწამყვანი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებს და საკუთარ ცხოვრების წესზე კამერების წინაც არაერთხელ უსაუბრია.

გვანცა შვილებთან და მეუღლესთან, ვახო მჭედლიძესთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს.

ამჟამად წყვილი პრაღაში იმყოფება, ფოტოებს გვანცა გამომწერებს უზიარებს. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც ჩეხეთში აღნიშნა.