"გული მისკდება ეს დღე რომ უნდა დადგეს... მიმძიმს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ..." - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი

"გული მისკდება შაბათი რომ უნდა მოვიდეს, ეს დღე რომ უნდა დადგეს, ძალიან მიმძიმს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მიმძიმს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ასეთია თამაშის წესი და აუცილებელია სამწუხაროდ..." - ასე იწყებს საუბარს "პრაიმტაიმთან" რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" ჟიურის წევრი, ნუკი კოშკელიშვილი... 

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ის პროექტში აქტიურად ჩაერთო, შოუს მაყურებლები Live-ში მას ხშირად ხედავენ. ნუკი ჩვეული აქტიურობით და ხალისით მაყურებლებსა და მონაწილეებს ასე ანებრივრებს.

მეგობრულ ნუკის თამაშის წესებიდან გამომდინარე, ყოველ შაბათს ერთი მონაწილის სახლში გაშვების გადაწყვეტილების მიღება ავთანდილ ცქვიტინიძესთან ერთად უწევს. ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე მძიმე მომენტებია და იმ დროს, პროექტში ჩართვასაც ნანობს... 

"ამერიკიდან შვილთან ერთად დავბრუნდი. ბენი ჯერჯერობით იქ მუშაობს და მალე ჩამოვა. ის აქტიურად ჩაერთო "პრაიმ ჰაუსის" live-ებს და უყურებს მიუხედავად იმისა, რომ ქართული არ ესმის. ის ყველაფრის დიდი გულშემატკივარია, რასაც ვაკეთებ ხოლმე... 

მე, როგორც პროექტის ჟიურის წევრს, მეუბნებიან, რომ ასე ახლოს არ უნდა ვიყო მონაწილეებთან, მაგრამ ხშირად შევდივარ, გუშინ დავრჩი კიდეც, რადგან მთხოვეს და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ეს პროექტი ჩემთვის ასეთი ტრავმული იქნებოდა. 

იმისთვის, რომ ობიექტური ვიყო და შაბათობით სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღო, მათი ტკივილი თუ სიხარული უნდა ვიცოდე. გული მისკდება ეს დღე რომ უნდა დადგეს, შაბათი რომ უნდა მოვიდეს, ძალიან მიმძიმს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ასეთია თამაშის წესი და აუცილებელია სამწუხაროდ... 

ძალიან ბევრს ვფიქრობთ ხოლმე მე და ავთანდილ ცქვიტინიძე, მაგრამ მაინც ყველაფერი მაყურებლის ხელშია, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ - დაუმესიჯეთ ან დაურეკეთ თქვენს რჩეულს... 

ახლა, პროექტში ოთხი მონაწილე დარჩა და ყველა მათგანი ძალიან საინტერესოა. პატრიკს თავისი იუმორით გამოვარჩევ, სალის მოტივაციით, რომელიც თავის თავს და სხვა ქალებს აძლევს, ანის გულწრფელობით და საინტერესო შეფასებებით, გიორგის პირდაპირობით, სამართლიანობით და არგუმენტირებული მსჯელობით. 

რაც ამ პროექტში ვარ, ორმა მონაწილემ დატოვა "სახლი" ჟიურის გადაწყვეტილებით, ესენი როიალი და თეონა იყვნენ. როიალი მოვიდა და მითხრა, სამართლიანი გადაწყვეტილებაა, მე რაც მინდოდა, ამ პროექტმა უკვე მომცაო და ამ დამოკიდებულებამ ცოტა შვება მომცა. რაც შეეხება თეონას, ის ძალიან მიყვარს, დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ვცდილობ, პირადმა ნაცნობობამ ხელი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში არ შემიშალოს. 

რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი ბაღში მიმყავდა და ვუთხარი, რომ მე სამსახურში მივდიოდი და თავად იქ უნდა დარჩენილიყო. მკითხა - "მეიქ აფში" მიდიხარო?! კი - მეთქი, დავუდასტურე. სხვა ბავშვი მოვიდა და უთხრა, დედაშენი "მეიქ აფში" კი არა, ტელევიზორში მუშაობსო. მივხვდი, რომ "პრაიმ ჰაუსს" ყველა უყურებს, უზარმაზარ მასშტაბებს წვდება... 

რაც შეეხება ჩემს ამერიკულ დღეებს, თუ სამუშაო დღეა და ბენი სამსახურშია, მე ბავშვთან ერთად ვარ. უქმეებზე კი ვცდილობთ, ყველაფერი ისე დავგეგმოთ, რომ ბავშვის გვერდით ვიყოთ, ყველაფერი მაინც მის ირგვლივ ტრიალებს... ჯერჯერობით აშშ-ში ჩემს კარიერაში არაფერი ხდება, მაგრამ იმედს არ ვკარგავ და სექტემბერს ოპტიმიზმით ველოდები. ახლა, ყველგან შვებულებაა და არაფერი მუშაობს..." - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.