ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ თათია შარანგიასა და სანდრო შელიას ოჯახი დაინგრა. დაშორების შესახებ პირველად სოციალურ ქსელში ბიზნესმენმა დაწერა. შელია წერდა, რომ მძიმე იყო 10 წლიანი ურთიერთობის დასრულება, თუმცა ეს იყო გააზრებული გადაწყვეტილება. მოგვიანებით დაშორების შესახებ ინფორმაცია თათიამაც დაადასტურა.
„მე ვფიქრობ, გული ადამიანს შეიძლება მხოლოდ საკუთარ მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე დაგწყდეს, იმაზე, რასაც პირადად შენ აკონტროლებ. ამ მხრივ, კი, გული ბევრ რამეზე მწყდება, რაც შეიძლება უკეთ გამეკეთებინა, მეტად მომესმინა, თუნდაც მეტი მემუშავა პირად ურთიერთობებსა თუ საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ვიღაც გულს გწყვეტს, დასკვნები უნდა გამოიტანო, გაკვეთილად უნდა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო“,- ამბობს სანდრო შელია.
ამ დროისთვის თათია შარანგიას ახალი რჩეული ჰყავს. პიანისტის გვერდით ახლა ჯარჯი თორაძეა.
„ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო, მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი, ანუ ჩვენი “სთორი”ს N 1 გულშემატკივარი, ადამიანი რომლითაც ღმერთმა დამაჯილდოვა. გიზიარებთ ჩემს სიხარულს და გიგზავნით სიყვარულის ტალღებს. მუდამ იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის“,- დაწერა ცოტა ხნის წინ თათია შარანგიამ და საზოგადოებას ჯარჯისთან ერთად ყოფნა ოფიციალურად დაუდასტურა.
რაც შეეხება სანდრო შელიას, იგი ამბობს, რომ დაშორების შემდეგ მას მეუღლესთან კონტაქტი არ შეუწყვეტია.
„ედუ და სანი ყოველთვის დარჩებიან ჩემს ბიჭებად, ამას არაფერი შეცვლის. ასევე არაფერი შეცვლის ჩემს მეგობრობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. არავითარი ბარიერები აქ არ არსებობს“,- ამბობს სანდრო „თბილისელებთან“.