გოჭ პეპას და გაუჩნდა

გოჭ პეპას და გაუჩნდა

პოპულარულ ბრიტანულ მულტფილმს, „გოჭ პეპას“ ახალი პერსონაჟი შეემატა. პეპას პატარა და გაუჩნდა, რომელსაც მშობლებმა ივი დაარქვეს.

„დედა ღრუტუ, მამა ღრუტუ, პეპა და ჯორჯი სიხარულით ელიან ცხოვრების ამ ახალი თავის დაწყებას ოჯახის ახალ წევრთან ერთად“, - აღნიშნულია მულტფილმის ოფიციალურ Facebook-ზე.

„გოჭი პეპა“ ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა. სერიალის მთავარი გმირები არიან: გოჭი პეპა, მისი უმცროსი ძმა ჯორჯი და მშობლები - დედა ღრუტუ და მამა ღრუტუ. მულტფილმი ნათარგმნია 40 ენაზე, მას 180-ზე მეტი ქვეყნის ტელეარხებზე აჩვენებენ.