„გიორგიმ მითხრა, თუ არ წაიღებ ბარგს გადაგიყრიო...“ - რატომ წავიდა ენი გასიევა ყიფშიძეების სახლიდან

ენი და გიორგი

გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე ენი გასიევა იხსენებს იმ დღეს, როდესაც ყიფშიძეების სახლიდან წავიდა.

„გიორგი იყო შუმების სამდღიან რიტუალზე, შამანებთან ერთად. ბავშვები მე დავიტოვე. დედაჩემი გვეხმარება ზოგჯერ, იტოვებს ხოლმე კოსმოს. იწყებოდა Open air-ის ფესტივალი, წელიწადში ერთხელ არის, ისიც სამი დღე. მოსაწვევი მაჩუქეს. გიორგის დედას ვუთხარი, რომ ბავშვს დავაძინებდი, წავიდოდი და დილით დავბრუნდებოდი. 

ყველა ჩემი მეგობარი იქ იყო და განტვირთვა მეც მჭირდება, რომ არ გავგიჟდე. ძალიან გვიანი იყო, ბავშვები დავაძინე და წავედი. როდესაც ჩამოვედი, მხვდება ასეთი ამბავი, გიორგის ესემესები, რომ ვიღაც ბიჭს ვკოცნიდი მკერდზე, შემდეგ ლენუკას სთორები, სტატიები, აჭრელებული ტიკ-ტოკი.

საბოლოოდ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა, გიორგიმაც დადო სთორი, რომ დავშორდით. საზოგადოებამ ეს პირველად გაიგო და წამოვიდა მთელი შტურმი...

ჩემოდანი მანამდეც ჩალაგებული მქონდა, ელოდებოდნენ როდის წავიღებდი და ეგ დღე იყო, როცა წამოვედი. დაშორებულები ვიყავით და დრო იყო. გიორგიმ მითხრა, თუ არ წაიღებ (ბარგს) გადაგიყრიო. რა თქმა უნდა არ გადაუყრია არაფერი“, - ამბობს ენი გასიევა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ეპოქა, რომლის დადგომასაც მეცნიერები სულ მცირე 30 წლის შემდეგ ვარაუდობდნენ - დედამიწის 20 ყველაზე ცხელი დღე

გაფრთხილება! ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

პუტინმა ახალ ბრძანებას ხელი მოაწერა