1790884478
სიმბოლური აქცია ჩატარდა, სადაც რა სივრცეც იყო ჩვენს მიერ გათვლილი, ის სივრცე ბოლომდე იყო ათვისებულ - ირაკლი ფავლენიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი აქციაზეც გამოჩნდა. მიხეილ სააკაშვილის 5 წელი ციხეში - მისმა პარტიამ თარიღის აღნიშვნა ხალხმრავალი საპროტესტო აქციით სცადა, თუმცა ხალხის სიმცირის გამო დაგვიანებით დაიწყო და ორმოც წუთში დასრულდა. ერთი ამფითეატრი - ეს არის რისი შევსებაც ყოფილმა მმართველმა პარტიამ მოახერხა. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთ ჩავარდნილ პროტესტსა და ოპოზიციის კრახზე საუბრობს.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მხარდამჭერებისა და წევრებისთვის ყოველი ასეთი შეკრება და აქცია სასიხარულოა.
"სიმბოლური აქცია ჩატარდა, სადაც რა სივრცეც იყო ჩვენ მიერ გათვლილი, ის სივრცე ბოლომდე იყო ათვისებული. მიუხედავად წვიმისა და ტექნიკური დაბრკოლებისა, ხალხი იყო მოსული.
ის, რომ ადამიანები, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები იკრიბებიან, ის, რომ ატარებენ აქციებს, რა თქმა უნდა, არის გასახარი ყველა "ნაციონალური მოძრაობის" მომხრისთვის და წევრისთვის.
რაც შეეხება რაოდენობას, უფრო მეტნი ვიქნებით და აქციები გაგრძელდება", - აცხადებს ფავლენიშვილი.









