გიორგი წიტაიშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

წიტაიშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი მამა გახდა. მას გოგონა შეეძინა, რომელსაც თინა დაარქვეს.

„ჩვენ ძალიან გელოდებოდით“, - დაწერა წიტაიშვილის მეორე ნახევარმა, ირინა მურზამ და ფოტოები გამოაქვეყნა.

გიორგი წიტაიშვილი რიშონ-ლე-ციონში, ისრაელში დაიბადა,  სადაც მისი მამა, ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილი თამაშობდა. გიორგი წიტაიშვილი 2018 წლიდან  კიევის „დინამოს“ საკუთრებაა. 

ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ცნობილი აგენტის, ედვარდ მურზას ქალიშვილი სოფია მურზაა.

წყვილმა ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ცერემონიას არაერთი ცნობილი ქართველი სახე ესწრებოდა.