„გიორგი გავწმინდე, ჯადო მოვუხსენი…“ - ენი გასიევა პირადზე და მეუღლესთან დაშორებაზე

გიორგი ყიფშიძე

გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე ენი გასიევა იხსენებს იმ დღეს, როდესაც ყიფშიძეების სახლიდან წავიდა.

გიორგი იყო შუმების სამდღიან რიტუალზე, შამანებთან ერთად. ბავშვები მე დავიტოვე. დედაჩემი გვეხმარება ზოგჯერ, იტოვებს ხოლმე კოსმოს. იწყებოდა Open air-ის ფესტივალი, წელიწადში ერთხელ არის, ისიც სამი დღე. მოსაწვევი მაჩუქეს. გიორგის დედას ვუთხარი, რომ ბავშვს დავაძინებდი, წავიდოდი და დილით დავბრუნდებოდი.

ყველა ჩემი მეგობარი იქ იყო და განტვირთვა მეც მჭირდება, რომ არ გავგიჟდე. ძალიან გვიანი იყო, ბავშვები დავაძინე და წავედი. როდესაც ჩამოვედი, მხვდება ასეთი ამბავი, გიორგის ესემესები, რომ ვიღაც ბიჭს ვკოცნიდი მკერდზე, შემდეგ ლენუკას სთორები, სტატიები, აჭრელებული ტიკ-ტოკი.

საბოლოოდ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა, გიორგიმაც დადო სთორი, რომ დავშორდით. საზოგადოებამ ეს პირველად გაიგო და წამოვიდა მთელი შტურმი...

ენიმ ასევე პირად შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომ ეზოთერიკით ბავშვობიდან არის  გატაცებული, გარკვეული რიტუალები შეისწავლა და ახლა ადამიანების ენერგეტიკულად გაწმენდა შეუძლია.

მე ვარ მთლიანად ენერგეტიკებზე – ენერგეტიკული წმენდა, ენერგეტიკული დამუხტვა, ჯადოს მოშორება, თვალის მოშორება, ჯადოს მოშორება… ჯადოს გაკეთება იცი, მაგრამ ამას ან იყენებ, ან არა. მე არასოდეს ვიყენებ. გიორგი გავწმინდე, ჯადო მოვუხსენი ვიღაც ქალისგან გაკეთებული… გაწმენდის შემდეგ მოვლენები ჩქარდება. თუ ცუდი უნდა მოხდეს, მალე ხდება, თუ კარგი უნდა მოხდეს, მალე ხდება. თუ დასაკარგია ადამიანი, ეგრევე კარგავ…

დიდი ხანია, ფულით არაფერი გამიკეთებია. თუ ვინმეს რამეს გავუკეთებ, 10 თეთრს ვთხოვ, რომ ჩემთან ვალში არ იყოს და ზოგჯერ ისიც დამიბრუნებია, _ ყვება ენი და იქვე აღნიშნავს, რომ ნათელმხილველობის ნიჭიც აქვს, ოღონდ მაშინ, როცა ვინმე უნდა გარდაიცვალოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ენი ცოტა ნამუსი იქონიე...“ - ლენუკა ყიფშიძე ყოფილ რძალს მიმართავს

აგვისტოში ტემპერატურამ შესაძლოა +40-ს მიაღწიოს - საშუალო ტემპერატურა წელს 2 გრადუსით მეტი იქნება

VIDEO: და-ძმა მალანიების შესრულებული „ლალები“ ინტერნეტს იპყრობს