რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
ისრაელი და ლიბანი მომავალ კვირას ვაშინგტონში მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „დოჩე ველე“ ავრცელებს.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დეპარტამენტი მომავალ კვირას გამართავს შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ისრაელთან და ლიბანთან მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
9 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავის კაბინეტს დაავალა ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება. ისრაელის მთავრობას სურს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ დაჯგუფების განიარაღება.
გავრცელებული ცნობით, ლიბანის ხელისუფლება ისრაელთან ნებისმიერი მოლაპარაკების დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
1775810448