გემას პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

გემა

„პრაიმ ჰაუსი“ გემამ დატოვა. მან „პრაიმტაიმთან“ წასვლამდე პირველი კომენტარი გააკეთა.

ვუბრუნდები ჩემს მეგობრებს და სახლს. გული რა თქმა უნდა დამწყდა, წასვლა არ მინდოდა, მაგრამ ყველაზე ძალიან რაც მახარებს ისაა, რომ ჩემი ორი მეგობარი სახლში რჩება და იციან, როგორია ბავშვების დამოკიდებულება მათ მიმართ. მათ ნახეს რეალური სახეები, ვინ თამაშობს და ვინ რაზეა წამსვლელი. საუბარია ბინძურ თამაშზე. უფრო კონკრეტულად, მაყურებელმა შეაფასოს.“ - ამბობს გემა.