დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერების კითხვებს ხშირად პასუხობს.
ამჯერად მან საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
საქართველოში ცხოვრებას აღარ აპირებთ? – ინტერესდება ნანუკას ერთ-ერთი გამომწერი.
ნანუკა მას ემოციურად პასუხობს:
„სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ქვეყანა ჩემთანაა. ისე რა უპირობო სიყვარული იცის შენმა კუთხემ. რაც უფრო შორს ხარ, კიდევ უფრო ჩაფლული ხარ მასზე ფიქრით და დარდით.
ჩემი ოდენტობა ჩემს ქვეყანასთანაა პირდაპირ კავშირში, მიყვარს და სულ მახსოვს ეს პატარა კუთხე უამრავი ნიჭიერი ადამიანით“. – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.
ასევე ნახეთ:
როგორ ეხმაურება ნიცა თავაძე კვარას მორიგ აღიარებას
„რძლები“ - ვრცელდება, დავით და ერეკლე კოდუების ცოლების ერთობლივი ფოტო
„ორი დღე უნდა გამიძლოთ, ძალიან მიჭირს...“ - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა