დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებიდან 2 წელი ხდება. სოციალურ ქსელში იზა ომაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„სულ მალე, 15 სექტემბერი დგება მე კი მინდა ფანჯრები გავაღო და ხმამაღლა ვიყვირო: - მშიშრებო, ამ კაცის შეგეშინდათ??? მაგრამ დღეს ასე დავიწყებ - დიახ, ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბრამდე და მას მერე „მომავლის ბიჭი“, როცა ამ პატარა ვიდეო რგოლს ნახავთ, ზოგ ზოგიერთები, შვილებს შეხედეთ ზოგმა დახედეთ, ცოტა შეფხიზლდით... მოემზადეთ, ხვალ სათითაოდ მოგნიშნავთ.
P.S. ჩემო მეგობრებო, ორი დღე უნდა გამიძლოთ, ძალიან მიჭირს, ასეთი გაუსაძლისი ტკივილი უფალმა გაშოროთ“, - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.
ცნობისთვის, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.
ასევე ნახეთ:
„რძლები“ - ვრცელდება, დავით და ერეკლე კოდუების ცოლების ერთობლივი ფოტო
როგორ ეხმაურება ნიცა თავაძე კვარას მორიგ აღიარებას
VIDEO: როგორ მოვაგვაროთ ხვრინვის პრობლემა - გიორგი ღოღობერიძის რჩევა