პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოსკოვში მცხოვრები მომღერლის, ქეთა თოფურიას მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ის ხშირად ეხვევა კრიტიკის ქარცეცხლში. არის თემები, რომელზე საუბარსაც თავს არიდებს, თუმცა, 2021 წელს, რუს ბლოგერთან, ნადეჟდა სტრელეცთან ქეთამ მამაზე ისაუბრა, რომელიც 2010 წელს, რუსეთის ერთ-ერთ საპატიმროში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ანდრო თოფურიას გარდაცვალება ქეთამ მძიმედ გადაიტანა.
„ის სუპერ მამა იყო. 90-იან წლებში, როცა საქართველოში ვცხოვრობდით, მამა „კანონიერი ქურდი“ იყო. მაშინ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, წესრიგს „კანონიერი ქურდები“ ამყარებდნენ. 90-იან წლებში მამა წამალდამოკიდებული იყო...
შემდეგ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა და მამა მოსკოვში გადმოვიდა საცხოვრებლად, რადგან იქ ყოფნა აღარ შეეძლო. მოგვიანებით, დააკავეს და ციხეში ინსულტით დაიღუპა. ძალიან ცუდად გახდა.
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის იყო მკვლელი, სიმართლეს არ შეესაბამება. გეტყვით, საიდან გაჩნდა ეს ჭორი. 17-19 წლის იქნებოდა, ეზოში ჩხუბი მოხდა, მაშინ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სხვები გაიქცნენ, მამა დარჩა. ამის გამო დააკავეს და არ უთქვამს, ეს ვინ გააკეთა, საკუთარ თავზე აიღო. აქედან გაჩნდა ეს ფრაზა, თითქოს მკვლელობისთვის ციხეში იჯდა. მაგრამ მას არ ჩაუდენია მკვლელობა, რა თქმა უნდა.“ - თქვა მომღერალმა.