იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
ნორვეგიის პრინცი, მარიუს ბორგ ჰოიბი, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ახალი ბრალდებებით დააკავეს. პრინცს ამჯერად ბრალი ედება სხეულის დაზიანება, დანის გამოყენებით მუქარა და შემაკავებელი ორდერის დარღვევა.
საქმე მოიცავს გაუპატიურების ოთხ ეპიზოდს, ყოფილი პარტნიორის მიმართ ძალადობას, ასევე რამდენიმე ქალის ფარულ ვიდეოგადაღებას მათი თანხმობის გარეშე.
სასამართლო პროცესი დღეს უნდა დაიწყოს და, წინასწარი ინფორმაციით, შვიდ კვირას გასტანს. თავად ჰოიბი ყველაზე მძიმე ბრალდებებს, მათ შორის სექსუალური ძალადობის ფაქტებს, კატეგორიულად უარყოფს.
ჰოიბის დაკავება ნორვეგიის სამეფო ოჯახისთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოხდა. შაბათ-კვირას მის დედას — გვირგვინოსან პრინცესა მეტე-მარიტს — ჟურნალისტებისთვის მოუწია პასუხის გაცემა კითხვებზე, რომლებიც ჯეფრი ეპშტეინთან მის შესაძლო კავშირს შეეხებოდა.
ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასულ პარასკევს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში პრინცესას სახელი თითქმის 1 000-ჯერ ფიგურირებს.
თავად მეტე-მარიტმა განაცხადა, რომ „ღრმად ნანობს, თუ ოდესმე რაიმე სახის კონტაქტი ჰქონია ეპშტეინთან“ და აღნიშნა, რომ ეს მისთვის „უბრალოდ სამარცხვინოა“.