ფოტოები: ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც „მის ესპანეთი" გახდა

იზაბელა

ესპანეთში გამართულ +40-ის სილამაზის კონკურსში ქართველმა ქალმა, იზაბელა თოდუამ გაიმარჯვა.

„ჩემო ძვირფასებო, გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის. ისინი ათბობენ ჩემს სულს, ჩემს გულს. რა ბედნიერებაა, როცა არის ოჯახი, მეგობრები, როცა მშობლიური ხალხი მოგილოცავს და დაუღალავად წარმატებებს გისურვებს უდიდესი მადლობა გულწრფელობისთვის, სითბოსთვის.

თქვენი სიტყვებიდან მინდა გავფრინდე,მადლობა ამ სახელმწიფოსთვის! ვინც მაღიარაა და მომანიჭა მის ესპანეთის ტიტული სანაცვლოდ, იგივე კურთხევებს გისურვებთ ჯანმრთელობა, სიყვარული და ბედნიერება. თქვენს ლამაზ ოჯახებსს შვილებს, “- წერს იზაბელა თოდუა.