Exclusive: ვის გაუნაწილებს მოგებულ პრიზებს, გაყიდის თუ არა ბინას და რა გეგმები აქვს შვილთან დაკავშირებით - გიორგი ნაზღაიძის პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ

ნაზრაიძე

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონი დასრულდა. პროექტის გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე  გახდა. „პრაიმ ტაიმმა" გამარჯვებულთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

როგორი მოლოდინები გქონდა და ელოდი თუ არა გამარჯვებას? 

გამარჯვებას ველოდი, რადგან ჩემი გულშემატკივრები ძალიან მობილიზებული იყვნენ და ძალიან მედგნენ გვერდში, ყველანაირად მამხნევებდნენ, სწორედ ეს მაძლევდა ძალას და იმედს, რომ პროექტი მომეგო. თუმცა, ყოველთვის არის მეორე მხარე, 100%-ით დარწმუნებული ვერ იქნები და, რა თქმა უნდა, ამისთვისაც უნდა იყო მზად. მე მზად ვიყავი, როგორც მოგებისთვის, ასევე დამარცხებისთვის. 

მოგილოცა თუ არა ანი ყიფშიძემ გამარჯვება, გადაცემის დასრულების შემდეგ? 

სამწუხაროდ, არ მოულოცია, მე გუშინაც აღვნიშნე და დღესაც განვმეორდები. მგონია, რომ ეს იყო ემოციების ბრალი, ვინაიდან არ მგონია ანის ჩემთვის გამიზნულად არ მოელოცა გამარჯვება.

როგორ და ვისთან ერთად აღნიშნე გამარჯვება გადაცემის დასრულების შემდეგ?

გადაცემის დასრულების შემდეგ, მე და ჩემი მეგობრები წავედით ხინკლის საჭმელად და სხვათა შორის ყველა გაოცებული იყო, როდესაც მივედი. შემდეგ ჩემს ახლო მეგობრებთან ავედი სახლში.

რა გეგმები გაქვს ბინასთან დაკავშირებით?

ყველამ იცოდა ჩემი გეგმები ბინასთან დაკავშირებით, ბინა უნდა გავყიდო, რადგან შვილზე უფლებები დავიბრუნო.

ბინასთან ერთად რამდენიმე პრიზიც მიიღე, მათ შორის, ორკაციანი საგზური ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, ვისთან ერთად აპირებ დასასვენებლად წასვლას? 

რამდენიმე საჩუქარი მივიღე, რისთვისაც ყველა სპონსორს ძალიან დიდი მადლობა. ერთ საჩუქარს, ალბათ, ჩემს ოჯახის წევრებს მივცემ ჩემს ძმას და რძალს. ხოლო დასასვენებლად, ალბათ, წავალ მეგობართან ერთად, რადგან მეორე ნახევარი მე არ მყავს, ეს ყველამ იცის და პროექტიდანაც არავის არ წავიყვან თავისთავად.

„პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუს დასასრულს გიორგი ნაზღაიძემ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ამ გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის, თითოეული ზარისთვის და ესემესისთვის, გამხნევებისთვის. ყოველთვის ვიტყვი და არ მომბეზრდება, რომ არა ისინი მე დღეს ამ ინტერვიუზე არ ვიჯდებოდი.