Exclusive: რატომ მალავს ლიზა ქონიაძე „ქრაშის“ ვინაობას და ვისგან ელოდება აუტსაიდერად დასახელებას

ქონიაძე

თითქმის 2 თვეა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს თითქმის, 24 საათის განმავლობაში შეუძლია თვალი ადევნოს მონაწილეების ცხოვრებას, მაინც არის გარკვეული დეტალები, რომელიც კადრში ვერ ხვდება, თუმცა, საზოგადოების დიდ ინტერესს წარმოადგენს.

„პრაიმტაიმი“ მორიგ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ პროექტის ერთ-ერთ მონაწილე ლიზა ქონიაძესთან, რომელიც უკვე 2-ჯერ აირჩიეს ბოსად და აუტსაიდერის სკამზე, ამ დრომდე, არ მჯდარა. 

- რა მოგცა „პრაიმ ჰაუსმა“?

- ქართულ შოუბიზნესში „პაიმ ჰაუსის“ საშუალებით გადავდგი პირველი ნაბიჯი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან პოპულარული ვარ, მაგრამ ჩემი აუდიტორია შევიქმენი, მანამდეც მყავდა, თუმცა, ახლა უფრო გაიზარდა.

- საჭმელს ხშირად ამზადებ და სხვა მონაწილეებიც ხშირად საურობენ ამაზე, ეს შენი სტრატეგიაა? 

- საჭმელების კეთების ფუნქცია იმიტომ შევითავსე, რომ სახლში ძალიან მიჩვეული ვარ საჭმელების კეთებას, ვარ სტუდენტი და ვცხოვრობ ჩემს დასთან ერთად თბილისში. მიწევს, რომ ყოველ დღე გავაკეთო საჭმელი ეს ჩვევა გადმომყვა „პრაიმ ჰაუსშიც“, თან მიყვარს გემრიელად ჭამა, სხვა მეგობრებსაც ასე უნდა მივართვა ჩემი საჭმელი, მიყვარს პროცესი, რომ სხვა მეგობრებსაც უნდა მივართვა, გასინჯონ, მოეწონოთ და ა.შ.

არ მინანია, ასე რომ ვიქცევი. იმედგაცრუება იყო ის, რომ რაღაცები არასწორად შეაფასეს, თუმცა, არ მიფიქრია, ნეტავ არ გამეკეთებინა საჭმელი და ა.შ. ასეც გავაგრძელებ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი შინაგანი ბუნება და ვერავინ შემიზღუდავს.

- აუტსაიდერი ჯერ არ ყოფილხარ, გაქვს მოლოდინი, რომ დაგასახელებენ?

- ველოდები, რომ დღეს აუტსაიდერად დამასახელებენ, არ არის გამორიცხული, რომ გოგოებმა დამასახელონ. ბიჭებისგან არც ერთისგან არ ველოდები.

- სალომემ ერთხელ უკვე დაგასახელა, შიდა განხილვა თუ გქონდათ?

- გამიკვირდა ეს ფაქტი, თუმცა, არ გვილაპარაკია, არ განგვიხილავს. თეონამაც დამიწერა დისლაიქი, მოვიდა და დამელაპარაკა, თუმცა ვერც ამ ლაპარაკში გავიგე მიზეზი რა იყო. ისე, ველოდები აუტსაიდერად დასახელებას.

- ყველაზე მეტად რა გაკლია/გენატრება პროექტში?

- ყველაზე მეტად მაკლია და მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები, ყოველდღიური რუტინა, გასვლა გარეთ, თუნდაც, მეგობრებთან ერთად, ეს ყველაფერი მენატრება, თუმცა, აქაც ვიქმნი რაღაც გარემოს.

- რას გააკეთებ, პირველ რიგში, როცა აქედან გახვალ?

- აქედან რომ გავალ, პირველ რიგში, მინდა, რომ ვიმოგზაურო. ჩემ დასთან ერთად წავალ ევროპაში, ჯერ არ ვიცი, სად.

- ბევრი ამბობს, რომ სალომე ჩუმი მოთამაშეა, ცეცხლს ანთებს და მერე გვერდით დგება, შენ როგორ ფიქრობ ?

- სალომეს მიმართ თავიდანვე კარგად ვიყავი განწყობილი. ახლაც დადებითი განწყობა მაქვს, არაფერს ნეგატიურს არ იწვევს ჩემში მასთან ურთიერთობა და არ ვფიქრობ, რომ რაღაცებს ხლართავს, რასაც ბევრი წერს. ასე არ მგონია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ პროექტში დიდად ბედნიერი არ არის. ეს ეტყობა და ამბობს კიდეც ამაზე გახსნილად.

- პირად ცხოვრებაზე ბევრს არ საუბრობ, თუმცა, გაჟღერდა რომ შენი გული დაკავებულია...

- მყავს „ქრაში“, ორმხრივი „ქრაში“. შეყვარებული არ მყოლია არასდროს, დიდად ურთიერთობა მასთანაც არ მაქვს, ეგ არის და ეგ. ახლა შეყვარებულს ვერ ვუწოდებ. პირადი ჩემთვის ისეთი საქმეა, თუ ძალიან ოფიციალური არ არის, ვერ გამოვფენ, რადგან ძალიან მჯერა, რომ ხალხის თვალი ეცემა. ახლა, როცა აუდიტორია მემატება, არ მინდა, ვინმემ გამოძიება დაიწყოს, ამიტომ, არ ვაჟღერებ.