1752867586
გიორგი ნაზღაიძე მხარდამჭერებს მიმართავს

„პრაიმ ჰაუსი“ პატრიკმა დატოვა. ხალხის რჩეულები კი, გიორგი ნაზღაიძე და ანი ყიფშიძე გახდნენ. შესაბამისად, ისინი ფინალში გამარჯვებისთვის და მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ.
გიორგი ნაზღაიძე მაყურებელს მადლობას კიდევ ერთხელ უხდის და სოციალურ ქსელში წერს:
„ყველას ვინც ერთი ხმა მაინც გამომიგზავნა უდიდესი მადლობა. მე ვარ პროექტის ფინალში, მაგრამ ეს თქვენი გამარჯვებაა. განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს, რომლებზეც დგას ქვეყანა! ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გამარჯვებას თქვენ მოიპოვებთ. თქვენს გამო დავბრუნდი პროექტში და თქვენს გამო დავდებ მაქსიმალურ შედეგს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩემგან, ჩემი ოჯახის წევრებისგან და გულშემატკივრებისგან,“ - წერს გიორგი ნაზღაიძე.

ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა
1753041300

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
1753071143