Exclusive: "ჩემი მიზანი იყო შვილი დამებრუნებინა, ამას კიდევ ერთი მიზანიც დაემატა..." - "პრაიმჰაუსში" მესამედ დასახელებული აუთსაიდერი გიორგი ნაზღაიძე

nazgaidze

პროექტ "პრაიმჰაუსის" მონაწილე გიორგი ნაზღაიძე აუთსაიდერად მესამედ დასახელდა. ჯერი ისევ მაყურებელზეა, ის გადაწყვეტს, დარჩება თუ არა გიორგი პროექტში. 

"პრაიმჰაუსში" მონაწილეობის კიდევ ერთ მიზეზზე, პროექტის არსსა და მის კონკურენტებზე "პრაიმტაიმს" ესაუბრა. გიორგის მხარს უჭერენ და აკრიტიკებენ კიდეც - ძირითადად დისკუსიებში შესვლაზე და კამათში ჩართულობაზე. ამბობს, რომ არასოდეს გაურბის თავისი აზრის დაფიქსირებას, თუ ჯანსაღი დისკუსიაა და არა - პროვოკაცია.  

რაც შეეხება გულშემატკივრებს, გიორგი ნაზღაიძის თქმით, მის გვერდით უამრავი ემიგრანტი ქალია, რომლებსაც განსაკუთრებულ მადლობას უხდის. 

"ხვალ, ჩემთვის მესამე მნიშვნელოვანი დღეა, მესამედ ვჯდები აუთსაიდერის სკამზე. იმედი მაქვს, რომ მაყურებელი მხარს ისევ დამიჭერს, დამიმესიჯებს და ჩემს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე სამართლიანობა გაიმარჯვებს,  შეურაცხმყოფელია ჩემი მისამართით გამოთქმული ფრაზებია: "ბებერი ხარო", 36 წლის ასაკში ვარ და ამას ამბობენ...  

მე დისკუსიებს და კამათს არ გავურბივარ, როცა დებატებს აქვს აზრი ჩემს მოსაზრებას ვაფიქსირებ, მაგრამ სადაც პროვოკაციაა და ცდილობენ, წყობიდან გამომიყვანონ, იქ კამათში არ ვერთვები და ასეთი გარემოდან გავდივარ. 

როცა პროექტში მოვდიოდი, მაშინ ჩემი მთავარი მიზანი იყო, ჩემი შვილისთვის გამემარჯვა, დამებრუნებინა შვილი... ახლა, ამას კიდევ ერთი მიზანიც დაემატა - ეს ჩემი უამრავი გულშემატკივარია, რომელთა წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. 

მიმესიჯებენ, გულშემატკივრები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ პროექტში დავრჩე, მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა და იმედები არ გავუცრუო. 

ჩემს გულშემატკივრებს შორის უამრავი ემიგრანტი ქალია, სწორედ ის დიდი ჯგუფი მიჭერს მხარს, ვის მხრებზეც მთელი საქართველო დგას და ეს პასუხისმგებლობას მიასმაგებს. 

მე მჯერა ჩემი გულშემატკივრების და იმედს ვიტოვებ, რომ პროექტში დავრჩები." - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.