VIDEO:კესო ბერუაშვილის რჩევა, როგორ დავივიწყოთ ყოფილი

კესო

ინფლუენსერი, კესო ბერუაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერის კითხვას, „როგორ დავივიწყო ყოფილი?“ შემდეგნაირად პასუხობს:

„ეს კითხვა ძალიან აქტუალურია ქართველ ქალებში. ვერ შორდებიან ქმრებს, შეყვარებულებს, იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ ყოფილან იდეალურნი. პრობლემა ისაა, რომ თავად არ გაქვს თქვენ კითხვებზე პასუხი და გაქვთ შიშები, რომ ისევ იქ დაბრუნდებით, საიდანაც დაიწყეთ, რომ მარტო დარჩებით და აღარვის მოეწონებით. ეს სისულელეა და ის მანიპულაცია, რაც თქვენმა ყოფილმა თქვენზე განახორციელა.

მარტოობა ცუდი არ არის, ამით თქვენ საკუთარ თავს სწავლობთ. მარტო უნდა იყოთ რაღაც პერიოდი, რომ იმ ტრავმებისგან მოშუშდე, რაც ურთიერთობამ მოგაყენა. რომც მოხდეს ისე, რომ ყოფილს დაუბრუნდე, მისგან პატივისცემა არ გექნება.“ - ამბობს კესო ბერუაშვიი.

ნახეთ ვრცლად↓