„ახალი თვალით ვუყურებ სამყაროს…“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745610132
ქართველი დიზაინერის ქეთევან კეკუტიას შექმნილი კაბა ცნობილმა ექიმმა, Drraniah Bogari-მ მოირგო. ცნობილი ექიმი დონალდ ტრამპის ქალიშვილის ტიფანი ტრამპისა და არაბი მილიარდერის ვაჟის მაიკლ ბულოსის ქორწილში იყო მიწვეული.
„ქეთევან კეკუტია“ არის ახალი ქართული ბრენდი, რომელშიც წარმოდგენილია ქალის სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი.
„ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც შენს შექმნილ კაბაზე აკეთებენ არჩევანს – ძალიან გამიხარდა. ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის ასეთი ნდობის გამოცხადება არის უდიდესი მოტივაცია, მითუმეტეს, როცა იგებ, რომ შენმა კაბამ მოწონება დაიმსახურა ამ ქორწილში“,- აღნიშნა ქეთევანმა OK-ისთან საუბრისას.