დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ყიფშიძეების ოჯახი სხვადასხვა მიზეზით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ახლახან, ლენუკა ყიფშიძემ „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე იყო, მანამდე, საზოგადოების განხილვის საგანი მისი ძმის, გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება გახდა...
არც გიორგის შვილი, ნატალია რჩება ყურადღების მიღმა - ტაბლოიდები მისი პირადი ცხოვრების შესახებ მომზადებული სტატიებითაც აჭრელებულა. ალბათ, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ისიც მამა-პაპის კვალს გაჰყვებოდა და მსახიობად მოგვევლინებოდა, ან დედის, ქრისტი ყიფშიძის მსგავსად, მოდელი გახდებოდა, თუმცა, ამბობს, რომ კამერის მიღმა მუშაობა უფრო ხიბლავს და ცხოვრებაში სრულიად სხვა ინტერესები აქვს.
ცოტა ხნის წინ ნატალიას პოსტმა სოცქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომელიც მის დედინაცვალს, გიორგი ყიფშიძის ცოლს ეხებოდა. განიხილავდნენ, რომ ენი ნატალიას თანატოლია და გიორგიზე 20 წლით უმცროსი...
„პრაიმტაიმთან“ ნატალია ყიფშიძემ მათ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ენი 25 წლისაა, მე 21-ის. სხვაობა ჩვენს შორის 4 წელია. არ მიკვირს, რომ საქართველოში ამას განიხილავენ, რადგან როცა ენი გავიცანი, 18 წლის ვიყავი და ჩემთვისაც შოკი იყო. იმიტომ არა, რომ მამაჩემი მასზე ასაკით პატარა გოგოსთანაა ურთიერთობაში, არ ვიცნობდი. ჩემთვის ყველაფერი ყოველთვის მიუღებელია, თუ კარგად არ ვიცი. გაცნობის პირველივე დღიდან დავმეგობრდით. რეალურად, ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ მიყვარს ერთფეროვანი და უინტერესო ხალხი, განსაკუთრებით, მსგავსი ჩემს ოჯახში არ მინდოდა. როცა გავიცანი, მივხვდი, რატომ აირჩია მამაჩემმა ენი და პირიქით. თან ძალიან უხდებიან, ერთნაირი აზროვნება აქვთ. მე არ მიკვირს, ენი და მამას ასაკის მიუხედავად, საერთო ინტერესები და აზროვნება აქვთ.
ჩემს სამეგობრო წრეში ყველა ჩემზე უფროსია. იმიტომ არა, რომ დიდობა მინდა, უბრალოდ ჩვენი აზროვნება ემთხვევა. ამიტომ არ მიკვირს - მამაჩემს ჰყავს საყვარელი ადამიანი, რომლის აზრიც მისას ემთხვევა. ასაკი უბრალოდ რიცხვებია, მთავარია, როგორი განვითარებული გაქვს გონება.
ჩვენი საერთო ფოტოები მომეწონა და დავდე, ინგლისურ ენაზე [My step mom is better, than yours] უფრო კარგად ჟღერს, ქართულად ასეა: ჩემი დედინაცვალი შენსას სჯობს. ეს იყო ხუმრობა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხალხი მეუბნებოდა, დედაშენი უფრო მეტად რატომ არ გიყვარსო. დედა ყველაზე მეტად მიყვარს, გვერდით არავის დავუყენებ... უბრალოდ, მამაჩემის ცოლი ძალიან მიყვარს, ასევე მიყვარს ყოფილი ცოლი, ანი ჩიკვილაძე, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ. ასეთი აჟიოტაჟი ამ პოსტს არ უნდა გამოეწვია, მაგრამ არც მიკვირს.“- ამბობს ნატალია ყიფშიძე.