„ეს გადაწყვეტს დავრჩები თუ არა პროექტში“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მისთვის ონლაინ ხმის მიცემა 1 კვირაში იქნება შესაძლებელი.

„ძალიან ბევრი შეკითხვა მომდის იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეგეძლებათ მხარდაჭერა. 1 კვირაში ონლაინ დაიწყება ხმის მიცემა და სწორედ ეს გადაწყვეტს დავრჩები თუ არა პროექტში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და ხმების დაფიქსირება.

1 კვირაში ყველაფერი გვეცოდინება და შემდეგ ყოველდღე შეგეძლებათ ჩემთვის ხმის მიცემა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის…მიყვარხართ”, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.

შეგახსენებთ, რომ ნუცა „ამერიკის ვარსკვლავის” მონაწილეა, სადაც 24 საუკეთესო მონაწილეს შორის დასახელდა.