1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კრისტიან ლუბუტენმა MARVEL-ის ინსპირაციით ფეხსაცმელი შექმნა. ცნობილმა, 60 წლის დიზაინერმა, ფეხსაცმლის ერთადერთი ეგზემპლარი შექმნა, რომელსაც „ზღვის დედოფალი გლადიატორის სანდალი“ უწოდა. დიზაინერმა ფეხსაცმელი დისნეის აუქციონისთვის შექმნა, რომელიც ახალი ორგანიზაცია Make A Wish-ის დასახმარებლად იმართება.
ფეხსაცმელი აუქციონზე 30 ოქტომბერს გაიყიდება. მისი ინსპირაცია „მარველის“ სამყაროს გმირი, ნამორია, წყალქვეშა მუტანტია, რომელიც ფილმ „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ-ში“ გამოჩნდა.
ლუბუტენმა გამოცემა People-თან ისაუბრა.
„ძალიან მინდოდა „მარველის“ სამყარო და მისი არსი გადმომეცა. წყალქვეშა სამყარო ჩემთვის ყოველთვის მომხიბვლელი იყო“,- აღნიშნა ლუბუტენმა.
მისივე თქმით, ფეხსაცმლის დამზადებას დაახლოებით 25 საათი დასჭირდა რადგან, თვლები ფეხსაცმელზე სათითაოდ არის მიმაგრებული.
ფეხსაცმელზე, „მარველისა“ და კრისტიან ლუბუტენის კოლაბორაციის სპეციალური ლოგოა დატანილი. ექსპონატის ფასი აუქციონზე $4 000 დაიწყება.