,,ეს არის თაღლითობა და მეტი არაფერი" - ანი ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს

ანი ყიფშიძე

შაბათს „პრაიმ ჰაუსის“ ფინალია. სახლში, სადაც ორი მონაწილე გამარჯვებისთვის იბრძვის, დაძაბულობა პიკს აღწევს.

დღევანდელ გადაცემაში ანი ყიფშიძემ, იმ თაღლითური დაჯგუფების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი სახელით სარგებლობს და ხალხს ფულს არიცხინებს.

„ვიღაცას აქვს გახსნილი ჯგუფი „ანის გვირგვინოსნები“, საიდანაც საშინელებებს იწერებიან. ვიღაცებს საზღვარგარეთიდან წერენ და ფულს არიცხინებენ. ეს არის თაღლითური დაჯგუფება. არ მოტყუვდეთ ჩემო მეგობრებო. არავის არაფერს ვთხოვ. აკეთებენ ჩემს გვერდებს, ჰყავთ უკვე ათასობით გამომწერი და ამ ადამიანებს არიცხინებენ ფულებს. ეს არის თაღლითობა და მეტი არაფერი", - ამბობს ანი ყიფშიძე.