„ეს არის რეალითი შოუ და არა სერიალი, სადაც გაქვს როლი და თამაშობ“ - რას ამბობდა და რა მოლოდინები ჰქონდა ევა ქეცბაიას გუშინდელ ლაივ გადაცემიდან

eva

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე ევა ქეცბაია, რომელმაც პროექტი გუშინ დატოვა, ლაივ გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე „პრაიმ ტაიმს“ ესაუბრა. 

რას ფიქრობ გახდები გახდები თუ არა ხალხის რჩეული? 

ვერ გეტყვით რადგან ძალიან ბევრ გულშემატკივართან ერთად ძალიან ბევრი ჰეითერი მყავს, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვიგრძნობ მხარდაჭერას. 

გაქვს თუ არა სტრატეგია, რითაც თამაშობ? 

მე არ ვთამაშობ, მე აქ მოვედი იმიტომ, რომ ვიცხოვრო ვიყო ადამიანი და რეალურად ეს არის რეალითი შოუ და არა სერიალი, სადაც გაქვს როლი და თამაშობ, ვიღაცეებს აქვთ ეგ როლი, მაგრამ მე ავირჩიე, რომ ვიყო უბრალოდ ჩემი თავი. სწორედ ესაა ჩემი თამაში მინდა, რომ ხალხს გავაცნო ჩემი თავი თუ ვინ ვარ. 

კონკურენტად თუ აღიქვამ ვინმეს? 

ყველა მონაწილეს აღვიქვამ კონკურენტად, ყველა მართლა ძალიან ძლიერი და კარგია, გული დამწყდება ნებისმიერი, რომ წავიდეს, რადგან უკვე მიჩვეულები ვართ ერთმანეთს.