„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერლის, სტეფანეს შვილის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. როგორც მისი მამა ამბობს, ფანის (სტეფანია) ფართო საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, თუმცა, ბოლო დროს მასთან ერთად სიმღერა გადაწყვიტა.
როგორია ფანისთვის თბილისი, ამის შესახებ მის პირველ ინტერვიუში საუბრობს.
„თბილისი ჩემხელა ბავშვებისთვის ალბათ ძალიან დეპრესიულია. ისეთი შეგრძნება მაქვს, მე პირადად, რომ საგიჟეთიდან გამოქცეული ვარ. ხალხი ქუჩაში ისე მიყურებს, ცოტა დიდი თაობა... ერთხელ ავტობუსში ქალი მომიჯდა, შენ რას ჰგავხარ, რატომ იმახინჯებ თავსო, ვერ მივხვდი, რატომ? აი, ეს ერთი დამამახსოვრდა და მეორე, ქუჩაში დედაჩემთან ერთად მივდიოდი, ვიღაც კაცმა პირჯვარი გადაიწერა და წავიდა“, - იხსენებს ფანი.